მეხუთე მოდულის რეფლექსია
მოდულის მიზანი იყო შეგვექმნა შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები, დავხვეწეთ შეფასების გეგმები, ვიმსჯელეთ მრავალფეროვან, განმავითარებელ შეფასების სტრატეგიებზე. კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები, ეს პროცესი განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესო იყო, შევეცდები ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ეფექტურად დავნერგო პრაქტიკაში.
Comments
Post a Comment