Posts

Showing posts from April, 2017

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მოდულის მიზანი იყო შეგვექმნა შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები, დავხვეწეთ შეფასების გეგმები, ვიმსჯელეთ მრავალფეროვან, განმავითარებელ შეფასების სტრატეგიებზე. კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები, ეს პროცესი განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესო იყო, შევეცდები ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ეფექტურად დავნერგო პრაქტიკაში.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ტრეინინგზე ვიმსჯელეთ ინტერნეტის ეფექტურად გამოყენებაზე ჩვენს თემაში, აგრეთვე თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. შევაფასეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნიმუშები. ტრენინგზე საშუალება მომეცა მეპასუხა ჩემთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე: როგორ უზრუნველვყო მოსწავლის მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა საპროექტო დავალებებზე მუშაობის დროს. ტრეინინგი ნაყოფიერი იყო.

მესამე მოდულის რეფლექსია

ტრენინგზე  გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებთ კვლევასა და თანამშრომლობის პრიცესში. საინტერესო იყო მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკის  და 21 - საუკუნის  უნარ- ჩვევების გაცნობა - განხილვა. ასევე შევისწავლეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანად გამოყენების წესები, ამ თემამ ტრენინგის მონაწილეებს შორის  დისკუსია გამოიწვია. საავტორო უფლებებთან  დაკავშირებით არაერთი საინტერესო დეტალი შევიტყვე. შევეცდები  ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ეფექტურად დავნერგო პრაქტიკაში.

სავარჯიშო პრეზენტაცია

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა სტანდარტების,  მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.ტრენინგი ნაყოფიერი იყო..